პირველი, ვინც ჯუდოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა იყო ტაკეჰიდე ნაკატანი. მან ოქროს მედალი 1964 წელს – 68 კგ წონით კატეგორიაში, 23 წლის მოიპოვა.

ნაკატანი ოლიმპიური გუნდის წევრად ჯუდოში პირველი ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აირჩიეს. მან ოქროს მედლის ასაღებად სამი შეხვედრა მოიგო და ყველა მათგანი იპონით. ნაკატანიმ ტატამზე ჯამში მხოლოდ 9 წუთი დაჰყო.
ტაკეჰიდე ნაკატანი 1941 წელს ჰიროსიმაში დაიბადა. მისი ოთხივე ძმა ასევე ჯუდოკა იყო. ნაკატანი ოლიმპიური ოქროს გარდა, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალსაც ფლობს, რომელიც 1967 წელს აიღო. მან აქტრიური სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ ბედი მწვრთნელობაშიც სცადა. ნაკატანი დასავლეთ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის წინ.
ოლიმპიადის შემდეგ ის იაპონიაში დაბრუნდა და გააგრძელა ოჯახის საიუველირო ბიზნესი.
ნაკატანი სხვადასხვა დროს იაპონიის ჯუდოს ფედერაციასა და ჰიროსიმას პრეფექტურის ჯუდოს ფედერაციაში მრჩევლად მუშაობდა

ტოკიოში ოლიმპიადისთვის ტატამი ზუსტად 98 დღეში – 24 ივლისს გაიშლება და 31 რიცხვის ჩათვლით გასტანს.

წყარო: “ჯუდოს დღიურები”

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე