“გადაეცით მანდ მსხდომ პარტნიორებს, დავიღალეთ… ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი ცხოვრობს, ისეთივე და იმაზე უკეთესი, ვიდრე მათ ქვეყნებში!”-ამირან სალუქვაძე

“გადაეცით მანდ მსხდომ პარტნიორებს, დავიღალეთ, ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი ცხოვრობს, ისეთივე და იმაზე უკეთესი, ვიდრე მათ ქვეყნებში! ნუ გვახვევენ თავს ამ მოლაპარაკებებს დღეის იქეთ,”-ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე საუბრობს:
“მთელი საქართველო “ნერვიულობს”, “განიცდის”:
▪️რატომ გადაიდო მოლაპარაკებები 2-დან 5 საათამდე, სააკაშვილის ნებართვას ელოდებიან?
▪️მოაწერს თუ არა ხელს მთავარი ტიტულის მქონე, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია ოპოზიციურ პარტიებს შორის?
▪️ხელს თუ მოაწერენ, შევლენ თუ არა პარლამენტში?
▪️თუ შევლენ, მხოლოდ დერეფანში შევლენ, გირჩივით, თუ კაბინეტებშიც შევლენ, იმუნიტეტსაც მოირგებენ, იარაღსაც ჩაიდებენ, ასევე გირჩივით?
▪️ცალკე სანერვიულოა, რომ შევიდნენ და კანონების წერას გადააკვდნენ, რა ვქნათ?!
🔵 ქართულ ოცნებას მოგმართავთ:
▪️წინა 9 წელი წინა მთავრობის წესებით ვცხოვრობდით, ომი, კრიზისი, მოსმენები, ბიზნესების ახევები…
▪️შემდეგი, ანუ ამჟამინდელი 9 წელი ისევ წინა მთავრობის დღის წესრიგით ვცხოვრობთ, ძიძგილაობა, ძიძგილაობა, ძიძგილაობა, აქციები, მივარდნები, ზიზღი, სიძულვილი…
▪️ერთი თვე კი არა, ერთი დღე არ ყოფილა მშვიდი. ათვითცნობიერებთ? 18 წელი გავიდა ამ ძიძგილაობაში.
▪️გადაეცით მანდ მსხდომ პარტნიორებს, დავიღალეთ, ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი ცხოვრობს, ისეთივე და იმაზე უკეთესი, ვიდრე მათ ქვეყნებში. ნუ გვახვევენ თავს ამ მოლაპარაკებებს დღეის იქეთ. თუ შევლენ, შევლენ, არ შევლენ და დაგვამშვიდეთ.
▪️კამფეტებს ხომ არ ვითხოვთ?! მშვიდი ცხოვრება სჭირდება ხალხს, რყევების და ძიძგილაობის გარეშე. დაიღალა ხალხი!
🔴 აგირჩიეთ 150 დეპუტატი 4 წლით. შედით და იმუშავეთ! რა შეჭამეთ ტვინი?!
▪️წლებია ნორმალური ტოკ-შოუ არ ყოფილა, სადაც ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელებენ. ერთმანეთზე ლაპარაკობენ…
▪️ხალხი ერთმანეთს გადაეკიდა პარტიების გამო, გინების და წყევლის ენა წესად იქცა, მოიწამლა გარემო…
_____
P.S. მესამედ გადადებულა. შავ დღეში არიან. გამოჩნდება ვის აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების თუნდაც მინიმალური უნარი,”-აცხადებს ამირან სალუქვაძე.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე