“ჩვენ ვუსმენთ ყველას, საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას და ამის საფუძველზე ხდება ყველა ნაბიჯის გადადგმა”-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს თუ რის საფუძველზე  მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“  ხელი შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

“ჩვენთვის მთავარია ვიმოქმედოთ სათანადო პასუხისმგებლობით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების წინაშე, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“.  ჩვენ რა თქმა უნდა, ვუსმენთ ყველას, საერთაშორისო პარტნიორებს, საზოგადოებას და ამის საფუძველზე ხდება ყველა ნაბიჯის გადადგმა. ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებს რეალურად ოპოზიცია“, – აცხადებს კობახიძე.

16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე