“როგორც ჩანს, ჩვენს სახალხო დამცველს ავტორიტეტი არ ეყო, რომ იქ შეეშვათ”- ანდრია ჯაღმაიძე

სხალთის ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა (აბულაძე) ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები არ შეუშვა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სხალთის ეპისკოპოსს მეუფე სპირიდონს ადგილზე ყველაფერი მოწესრიგებული აქვს. ომბუდსმენის აპარატის არ შეშვების მიზეზი კი, მისი შეფასებით, შესაძლოა სახალხო დამცველის დაუბალანსებელი განცხადებები იყოს.

“მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, დეტალები შეგიძლიათ მეუფისგან შეიტყოთ. უბრალოდ, შეშვებითაც არაფერი დაშავდებოდა. მეუფეს იქ საკმაოდ მოწესრიგებული აქვს ყველაფერი, მიზეზი სხვა რამეში უნდა ვეძებოთ. როგორც ჩანს, ჩვენს სახალხო დამცველს ავტორიტეტი არ ეყო, რომ იქ შეეშვათ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინახავს მისი დაუბალანსებელი განცხადებები მაშინ, როცა საქმე ეხება ეკლესიას, შესაძლოა ეს იყოს მიზეზი.

ჩვენ ვიცით, რომ იქ მოწესრიგებულია ყველაფერი, ფინანსური მხარეც, ბავშვების ცხოვრება მოწესრიგებულია და ითვლება, რომ კარგი ცხოვრება აქვთ, წვრილმანები არ ვიცი”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე