,,არ შევლენ” კი არა…მეორედ მოსვლამდე ვეღარ გამოიყვანთ იქიდან”-ვახტანგ ღლონტი

,,არ შევლენ” კი არა…მეორედ მოსვლამდე ვეღარ გამოიყვანთ იქიდან”-  ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხს მწერალი ვახტანგ ღლონტი ეხმაურება.
,,არ შევლენ” კი არა…მეორედ მოსვლამდე ვეღარ გამოიყვანთ იქიდან, რადგან  სულ იქ იყვნენ ფიქრით!..ჩვენი მოსეებისთვის სწორედ
პარლამენტია ,,აღთქმული ქვეყანა”,საიდანაც ,,რა ვქნა,  რა ვუყოს” ძახილით ადევნებენ თვალს უდაბნოში უკვე მერამდენედ ჩატოვებულ თავიანთ თანამოძმეებსა თუ თანამებრძოლებს.
შევლენ!..ჯერჯერობით კი,როგორც კატა არ ჩქარობს და ეთამაშება თავის კლანჭებში მოქცეულ თაგვს,გამარჯვე-
ბით მოგვრილ სიამოვნებას რომ იხანგრძლივებს,ყველაფერი ისეა…
p.s.ამ დროს კი,უკვე მერამდენე კარგი ადამიანი წაიყვანა
ამ საყოველთაო საშინელებამ – ,,კორონა” რომ ჰქვია…  ჩვენი საუკეთესო იდეებიც საძმო საფლავებში წვანან!!!
p.s.ბანკებმა რაო – აღარ გადაგივადებთ გადასახადებსო?!. გინდ ბანკირებს მოუკლიხარ და გინდ ეპიდემიას….”-წერს ვახტანგ ღლონტი.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე