“ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიახელმძღვანელები შევთანხმდეთ და უარი ვთქვათ საზოგადოების დაზაფრვასა და პროვოცირებაზე!”-ბონდო მძინარაშვილი

ავტორი შორენა პირველი
“ხალხის დიდი ნაწილისთვის ჟურნალისტი და ჟურნალისტიკა სალანძღავი გახდა, – ერთი არხის მაყურებელი არამხოლოდ მეორე არხის რესპონდენტების და მაყურებლების მიმართ, არამედ ჟურნალისტების მიმართაც არ მალავს ზიზღს, მეორე არხის მაყურებელს მესამე არხის რესპონდენტებთან ერთად ჟურნალისტებიც სძულს და ასე დაუსრულებლად,”-ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საუბრობს.
“ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს პროდიუსერები, სცენარისტები და რეჟისორები შეიკრიბნენ და დაადგინეს წესები, რომელთა მიხედვით, ყველა ფილმს უნდა ჰქონოდა ბედნიერი დასასრული.
რასაკვირველია, დიდი დეპრესია ამის გამო არ დამთავრებულა, თუმცა ფილმები გახდა უფრო შინაარსიანი.
ჰოდა, იქნებ ჩვენც, – ჟურნალისტები, რედაქტორები, პროდიუსერები, მედიახელმძღვანელები შევთანხმდეთ და უარი ვთქვათ ნეგატიურ დღის წესრიგზე, საზოგადოების დაზაფრვაზე და პროვოცირებაზე!
მერწმუნეთ, საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება ისევ ჩვენ შემოგვიბრუნდება და ნაწილობრივ უკვე ვიმკით კიდეც შედეგს: ხალხის დიდი ნაწილისთვის ჟურნალისტი და ჟურნალისტიკა სალანძღავი გახდა, – ერთი არხის მაყურებელი არამხოლოდ მეორე არხის რესპონდენტების და მაყურებლების მიმართ, არამედ ჟურნალისტების მიმართაც არ მალავს ზიზღს, მეორე არხის მაყურებელს მესამე არხის რესპონდენტებთან ერთად ჟურნალისტებიც სძულს და ასე დაუსრულებლად. ამასთან, სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ ტელევიზორს და, მითუმეტეს, პოლიტიკურ გადაცემებს, უბრალოდ, აღარ უყურებენ.
ხალხი დაიღალა! ჩვენ დავღალეთ!
კოლეგებო, იქნებ შევწყვიტოთ ეს სიძულვილის მარათონი?!
ვიცი, რომ ადვილი არ არის, მაგრამ თუ მთლიანად ვერ გამოვასწორებთ მდგომარეობას, მედიაპროდუქტი მაინც იქნება შინაარსიანი!”-აცხადებს ბონდო მძინარაშვილი.

You may also like

Leave a Reply