ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა

ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, პარტია „მწვანეები – ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრმა ეიდი ჰაუტალამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ევროპარლამენტარმა დღეს, როცა მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს, Twitter-ზე დაწერა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა. სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე