“მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება უპრეცედენტოა”-საქართველოს საპატრიარქო

ავტორი შორენა პირველი
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:
🔻 “მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.
🔻 ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.
🔻 აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს,”- წერია საპატრიაქროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარის დალოცვას პეტრე ცაავას მხარდამჭერმა ბერმა ხელის აკვრით უპასუხა.

You may also like

Leave a Reply