“მოსკოვო 1980” – ხაბარელის ოქრო, ხუბულურის ვერცხლი

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

მეორე ქართველი, ვინც ჯუდოში უმაღლეს მწვერვალს შეწვდა შოთა ხაბარელი იყო. მან ოლიმპიური ოქრო სწორედ უკვე ნახსენებ 1980 წლის მოსკოვის (ე.წ. ბოიკოტირებულ) ოლიმპიადაზე 21 წლის ასაკში 78 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

შოთა ხაბარელის გარდა, ქართველთაგან მედალოსანი გახდა თენგიზ ხუბულურიც. ის ვერცხლს 95 კგ წონით კატეგორიაში დაეუფლა.

მოსკოვის თამაშებზე ჯუდოში მონაწილეობა 42 ქვეყნის 182-მა სპორტსმენმა მიიღო. 15 რესპუბლიკისგან შემდგარმა მასპინძელმა საბჭოთა კავშირმა ჯამში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და აქედან თითო-თითო ოქრო-ვერცხლი სწორედ ქართველი ჯუდოკების ანგარიშზე იყო.

1984 წლის ლოს-ანჯელისის ოლიმპიადაზე კი, როგორც გუშინდელ #ოლიმპიურამბავში უკვე ვახსენეთ, საბჭოთა კავშირის ბოიკოტის გამო ქართველ ჯუდოკებს მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ.

🇯🇵🥋ოლიმპიური თამაშებისთვის ჯუდოს სამშობლოში ტატამი ზუსტად 92 დღეში გაიშლება. იაპონიაში დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით ვიხილავთ.

You may also like

Leave a Reply