ჩოჩიშვილიდან შავდათუაშვილამდე – ორი ქართველი ორი ოლიმპიური მედლით

1976 წლის ოლიმპიადაზე ქართველ ჯუდოკადან ჩემპიონი არავინ გამხდარა – ვერცხლის მედალს რამაზ ხარშილაძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი შოთა ჩოჩიშვილი გახდა.

თუმცა, მონრეალის თამაშები ქართული ჯუდოსთვის მაინც ისტორიული გამოდგა, რადგან შოთა ჩოჩიშვილისთვის მოპოვებული ბრინჯაო იყო მეორე ოლიმპიური მედალი ( 1972 წელს ის ჩემპიონი გახდა 93 კგ წონით კატეგორიაში). აღსანიშნავია ისიც, რომ ჩოჩიშვილმა ბრინჯაო ამჯერად აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიგო.

მსგავსი შედეგის გამეორება საბჭოთა კავშირის პერიოდში ვერც ერთმა ქართველმა ჯუდოკამ ვეღარ შეძლო და ათწლეულების განმავლობაში შოთა ჩოჩიშვილი იყო ერთადერთი ქართველი ჯუდოკა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად ბრინჯაოს პრიზიორის სტატუსსაც ფლობდა.

ისტორიის გადაწერა მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო. 2012 წელს 20 წლის ბიჭმა ოლიმპიური ჩემპიონობა, ხოლო 4 წლის შემდეგ ბრინჯაოს პრიზიორობა შეძლო. ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ჯუდოკაა, რომელსაც უდიდესი სპორტული შეჯიბრების ორი მედალი აქვს.

ლაშა შავდათუაშვილს წელს მესამე ოლიმპიური მედლის შანსი ექნება! ზუსტად 91 დღეში ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე