სეული 1988 ჯუდოს მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩა

1988 წლის ოლიმპიადა ჯუდოს საკმაოდ საყურადღებო ფაქტებით გამოირჩევა. სეულის თამაშებზე პირველად ისტორიაში იაპონიამ ვერ აიღო მედლების არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ( “მოსკოვი 1980”-ში მონაწილეობა არ მიიღო). უფრო მეტიც, ჯუდოს სამშობლო მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

პირველი ადგილი 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით მასპინძელმა სამხრეთ კორეამ დაიკავა. მეორეზე  თითო-თითო ოქრო-ვერცხლით პოლონეთი გავიდა. იაპონიამ კი 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამომავალ მზის ქვეყანას ჩემპიონი ჰყავდა მხოლოდ +95 წონით კატეგორიაში – ჰიტოში საიტო.

ქართველები სეულის ოლიმპიადაზე ორ საპრიზო ადგილს შეწვდნენ. ბრინჯაოს მედალოსნები ამირან ტოტიკაშვილი (60) და გიორგი თენაძე (71) გახდნენ.

1988 წლის ოლიმპიადა ჯუდოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ სეულში პირველად დაუშვეს ქალთა ჯუდო. თუმცა, მხოლოდ საჩვენებლად. ამ წელს ქალთა მიერ მოპოვებული მედლები ოფიციალურ შეჯიბრებაში არ ითვლება. არც ქალთა ჯუდოს ოლიმპიადაზე პირველად მონაწილეობად მიიჩნევა. ოფიციალურად ქალთა ჯუდო ოლიმპიური სახეობა მომდევნო – 1992 წლის ბარსელონის თამაშებიდან არის.

ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ტოკიოში ზუსტად 90 დღეში გაიშლება. იაპონია დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმას

 

You may also like

Leave a Reply