არჩილ თალაკვაძემ და კახა კუჭავამ თანამდებობები „გაცვალეს“

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, პარლამენტის ყოფილმა ვიცესპიკერმა და ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობები „გაცვალეს“ – დღეიდან საკანონმდებლო ორგანოს კუჭავა უხელმძღვანელებს, ხოლო თალაკვაძე იმ თანამდებობას დაიკავებს, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში კახა კუჭავას ეკავა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანმდებობიდან გადადგომის შესახებ 24 აპრილს განაცხადა და მიზეზად ევროკავშირის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე „რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებების“ წარმატებით დასრულება დაასახელა.როგორც ყოფილმა თავჯდომარემ განმარტა, პარლამენტის სპიკერის თანამდებობა ისეთმა ადამიანმა უნდა დაიკავოს, რომელიც „პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება“.

„ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

You may also like

Leave a Reply