ექვსთვიანი ბოიკოტი დასრულდა – ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ

ექვსთვიანი ბოიკოტი დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. დეპუტატები შენობაში 20 ივნისს დაზარალებულებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე შევიდნენ, რომლებიც  ამნისტიის აქტის ბრალდებულ პოლიციელებზე გავრცელებას აპროტესტებდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ის ოპოზიციონერები შევიდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ესენი არიან: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია.

You may also like

Leave a Reply