სესილი ნოვაკი – პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ჯუდოკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი
სესილი ნოვაკი პირველი ქალი ჯუდოკაა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 48 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფრანგმა ნოვაკმა ფინალში იაპონელი რიოკო ტამურა დაამარცხა. შესაბამისად, განსხვავებით კაცთა ჯუდოდან, ქალებში პირველი ოლიმპიური ოქროს მფლობელი არაიაპონელია.

სესილი ნოვაკმა ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადა მოიგო, სწორედ ამ წლიდან იწყება ოფიციალურად ქალთა ჯუდოს ოლიმპიზმის ისტორია, თუმცა საჩვენებლად ქალებმა წინა – სეულის ოლიმპიადაზეც იასპარეზეს.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონას თამაშები იაპონიის ქალთა ნაკრებმა ოქროს მედლის გარეშე დაასრულა. ოქრ-ორი ოქროს მედალი აიღეს ფრანგებმა და ესპანელებმა, ჩემპიონები ასევე გახდნენ კუბის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის წარმომადგენლები. იაპონია კი სამ ვერცხლსა და ორ ბრინჯაოს დასჯერდა.

ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 88 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply