„ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს, თუმცა ის „ვერ გამოეტია ციხის კარებიდან“ – ირაკლი კობახიძე

„თუ მელია არ დაეთანხმება შესაბამის გირაოს, ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ“- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მელიას გირაოს საფუძველზე გამოსვლა ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა ის „ვერ გამოეტია ციხის კარებიდან“.

კობახიძის განმარტებით, გათავისუფლებულ მელიას სურვილზე იქნება დამოკიდებული, შევა ის პარლამენტში, თუ – არა.

„მუდმივად გვესმის საუბარი იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს. ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, ორივე შემთხვევში ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ამნისტიის კანონი. ეს შესაძლებლობაც ასახულია ამნისტიის შესახებ კანონში. თუ მელია არ დაეთანხმება შესაბამის გირაოს, ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ხოლო მას შეუძლია შემოვიდეს და შეუძლია არ შემოვიდეს პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ თუ ოპოზიოცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება მათი მხრიდან შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა იმ დოკუმენტზე, რასაც ხელი ორივე მხარემ მოაწერა.

 

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე