პირველი ოლიმპიური მედალი საქართველოს: სოსო ლიპარტელიანი – ბრინჯაო

ჯუდოში პირველი ოლიმპიური მედალი საქართველოს 1996 წელს ჰქონდა.
ატლანტაში ბრინჯაოს მფლობელი გახდა სოსო ლიპარტელიანი. ის პრიზიორი 78 კგ წონით კატეგორიაში გახდა, რომელშიც ოქროს ფრანგი ჯამელ ბოურასი დაეუფლა, ვერცხლს – ტოშირო კოგა, ხოლო მეორე ბრინჯაოს სამხრეთ კორეელ ჩო ინ ჩულს ერგო.
ატლანტის ოლიმპიადაზე ჯუდოში 91 ქვეყნის 386 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამ წელს პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ლეგანდარული ტადაჰირო ნომურა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით იაპონიამ დაიკავა.
ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიურ თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 87 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე