„საკუთარ მეგობრებს აქცია დაუპირისპირეს და მონებს ეძახდნენ“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ნაწილზე

„ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა. ვხედავთ არაერთ ფაქტს, რომელიც უპირისპირდება როგორც იმ დოკუმენტის შინაარს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ასევე მის სულისკვეთებას“ – ასე შეაფასა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინდელი აქცია და აქციის მონაწილეთა ქმედებები. მისი თქმით, ოპოზიციის გარეთ დარჩენილმა ნაწილმა საკუთარ მეგობრებს აქცია დაუპირისპირეს და მონები ეძახეს.

„დღემდე არ აიღეს კარვები,  ხელს არ აწერენ დოკუმენტს, შარლ მიშელი იყო ჩამოსული თბილისში და იქაც კი არ მივიდნენ და არათუ არ მივიდნენ, აქცია მოუწყვეს პრეზიდენტის სასახლესთან და ა.შ. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, რაც მათ ბუნებაზე მეტყველებს და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან რეალურად ანტიდასავლური ძალა”, – აღნიშნა კობახიძემ.

You may also like

Leave a Reply