“საქართველოს ეკონომიკა წელს 3.5%-ით გაიზრდება” – აზიის განვითარების ბანკი

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3,5%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია აღნიშნული. ბანკი 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-იან ზრდას პროგნოზირებს. საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის,  შეინ როზენტალის განმარტებით,  ეკონომიკის სრული გახსნა და ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა, მოგზაურობისა და ვაჭრობის სტიმულირებას მოახდენს. მისივე განმარტებით, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღები ვაქცინაციაა. ამავდროულად ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობას წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია.

„ADB 2021 წელს ინფლაციის 5.0%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3.5%-მდე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10% შემცირდება, 2022 წელს კი 7%-მდე, რადგან საქონლის ბალანსი და ტურიზმი ეტაპობრივად მოიმატებს.

მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3.2%, ხოლო 2022 წელს 3.9% ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, რადგან კერძო ინვესტიციები 7.5%-ით დაიკლებს, თუმცა მომავალ წელს ზრდაა მოსალოდნელი.

მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე ექსპორტი 2021 წელს 7.1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს – 20.4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად, 2021 წელს 3.6%-ით, ხოლო 2022 წელს – 8.9%-ით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Reply