ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“განუცხადა. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა 50 ათას ადამიანს შეუძლია.

„დღეს დილისთვის იყო 6705 ჯავშანი. ჩვენ 100 ათასი დოზა გვაქვს, რომელიც ორჯერადად უნდა გაკეთდეს. 50 ათას ადამიანს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. პორტალი 15 მაისამდე იყო ჩაკეტილი, დღეს გადაწყდება რომელ რიცხვამდე გავხსნით, ვიმსჯელებთ როგორ გავაფართოვოთ ხელმისაწვდომობა“,-აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აცრაზე რეგისტრაციის პორტალი https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/register  27 აპრილიდან გაიხსნა. ამავე პორტალზე მოცემული ინფორმაციის თანახმად,  თბილისში ჩინურ ვაქცინაზე “სინოფარმზე” სარეგისტრაციო ადგილები შევსებულია.

You may also like

Leave a Reply