„ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით, გავიმეორებთ შეზღუდვების შემცირებასაც“ – თენგიზ ცერცვაძე

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

„ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასევე გავიმეორებთ მისი შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ახლა მოსახლეობის მხოლოდ 2% გვყავს აცრილი და 2% ვერანირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% აიცრება, პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95% იქნება და მთავრობა მაინც არ მოხსნის შეზღუდვებს, მაშინ შეუძლია მოსახლეობას, გააკრიტიკოს ხელისუფლება.

„კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა – უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია. იცით თქვენ ჩვენი სიყვარული, ლტოლვა და მისწრაფება თავისუფლებისადმი. მითუმეტეს, ამ პოლიტიკური პოლარიზაციის პერიოდში, როდესაც თითოეული რაღაც ვალდებულება აღიქმება თავისუფლების შეზღუდვად, ამიტომ სავალდებულო ვერ იქნება ვაქცინაცია ჩვენთან, მაგრამ რაღაც ზომები, მკაცრი დარწმუნების ზომები და მკაცრი რეკომენდაციები უნდა იყოს.

ისრაელში სახელმწიფოს ჰქონდა არაპირდაპირი იძულების ზომები, მაგალითად, ვერ ჩაეწერებოდა ისეთ ექიმთან ავადმყოფი, ვინც არ იყო ვაქცინირებული, ავიაკომპანიები არ ყიდიდნენ ბილეთებს თუ არ ექნებოდა კოვიდპასპორტი, სასტუმროები არ იღებენ, რესტორნები არ იღებენ. ეს არის არაპირდაპირი იძულების ფორმები,“- განაცხადა ცერცვაძემ.

You may also like

Leave a Reply