“ათენის 2004”-დან მოყოლებული საქართველოს ვაჟთა გუნდს დანაკლისი არ ჰქონია

2004 წლის ათენის ოლიმპიადიდან მოყოლებული, საქართველო არც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟთა შორის დანაკლისით არ ყოფილა.

ათენშიც, პეკინშიც, ლონდონშიც და რიოშიც ჩვენი ვაჟთა გუნდი 7-ვე წონაში იყო წარმოდგენილი. მართალია, ზოგ შემთხვევაში პრობლემები იყო, თუმცა ოლიმპიურ წელს ჩვენი ჯუდოკები მაინც ახერხებდნენ ლიცენზიის აღებას. ამ მხრივ ერთ-ერთი თვალსაჩინო შემთხვევა 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც 100 კგ-ში ლიცენზია არ გვქონდა და სპეციალურად ოლიმპიადისთვის ზედა წონაში გადანაცვლებულმა ბექა ღვინიაშვილმა შეძლო რიოს საგზურის მოპოვება.

წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟთა შორის არც ერთი წონა პრობლემური არ გვაქვს. ყველა მათგანში გვყავს ლიცენზიანტი და რამდენიმეში – ორიც.

ჯუდოს სამშობლოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 84 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისამდე უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე