აღდგომის ღამისთვის შეცვლილი კომენდანტის საათი – გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს

აღდგომის ღამისთვის შეცვლილი კომენდანტის საათი

აღდგომის ღამისთვის შეცვლილი კომენდანტის საათი – გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს

აღდგომის ღამეს მსურველები ეკლესიაში მისვლას თერთმეტ საათამდე შეძლებენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-2 მაისს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდის ნაცვლად,  1-ელი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

ტაძრებში მოლოცვისგან განსხვავებით, მოქალაქები ახლობლების საფლავზე წითელ კვერცხს ვერც წელს გადააგორებენ.  საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩაკეტილი იქნება სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები.

ამავე უწყების გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი უქმედ დღეებად არის გამოცხადებული.

„როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Reply