კახი კავსაძე მეუღლის გვერდით დაკრძალეს

კახი კავსაძე მეუღლის გვერდით დაკრძალეს

მსახიობი კახი კავსაძე, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვას  ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრნენ.

სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის ეროვნულ თეატრში 3 დღე მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრიემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მსახიობის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წევრებიც.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

You may also like

Leave a Reply