ესტერ სტამი – პირველი ქალი ჯუდოკა, რომელმაც საქართველო ოლიმპიადაზე წარადგინა

2016 წლის ოლიმპიადა ქართული ქალთა ჯუდოსთვის ისტორიული იყო. რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე პირველად საქართველოს ქალი მონაწილე ჰყავდა. ჩვენი ქვეყანა ეროვნებით ჰოლანდიელმა, ნატურალიზებულმა ჯუდოკამ ესტერ სტამმა წარადგინა.

მან ოლიმპიური ლიცენზია ევროპის პირველობის ვიცეჩემპიოობით მოიპოვა. ასევე ესტერ სტამი იყო პირველი, ქალი ჯუდოკა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მედალი მოუტანა.

ამ ეტაპზე, ტიოკიოს თამაშებზე საქართველოს ერთი პირდაპირი და ერთი კონტინენტური კვოტით აღებული ლიცენზია აქვს. პირდაპირი დაშვებით ოლიმპიადაზე იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანი, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ამ ეტაპზე ხვდება კონტინენტურ კვოტაში.

ჯუდოს სამშობლო ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი ზუსტად 82 დღეში გაიშლება. იაპონია დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

#ჯუდო #judo
#100ამბავი #100ოლიმპიურიამბავი
​#ტოკიო2020 #tokyio2020

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე