საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ​ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში  მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

You may also like

Leave a Reply