შსს-მ ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” თანამშრომლებსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევა დღეს, დავით-გარეჯში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

როგორც მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, ვიღაცამ საზოგადოება განზრახ შეიყვანა შეცდომაში.

მამაოებიდან ერთი იყო, რომელსაც მართლა სურდა რაღაცის გაგება და წყნარად ვილაპარაკეთ. დანარჩენები იქცეოდნენ აგრესიულად. არც აინტერესებდათ არაფერი, ძალიან წყნარად ვუხსნიდი, რომ ეს, ესე არ არის, მაგრამ არ აინტერესებდათ არაფერი. ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ, იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ.

მერე წამოვედით სოფელ უდაბნოში, როგორც ჩანს ვიღაცამ გააქეზა მოსახლეობა გაგვეჩერებინა მანქანა და თქვეს, რომ კითხვები გვაქვს და საუბარი გვინდაო. საუბარზე უარზე არასოდეს არ ვარ. აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი. ეს ხალხი არის მოტყუებულია, წესიერი ხალხია სავარაუდოდ, ვიღაცის მიერ. ნაკარნახევი აქვთ, რომ ეს არის ქვეყნის დამაქცევარი, ტერიტორიების გადამცემელი, მოღალატე. აზრი არ ჰქონდა ამდენ ხალხთან საუბარს“ – განაცხადა მელაშვილმა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე