საბჭოთა კავშირის 23 ოლიმპიური მედლიდან 10 ქართველების ანგარიშზეა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, ამ ქვეყნის მოქალაქე ჯუდოკებმა 5 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს (ყველაზე, გარდა 1984-ის). აღნიშნულ 5 ოლიმპიადაზე მათ ჯამში 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

ამ 23 მედლიდან, 15 სახელმწიფოსგან შემდგარ იმპერიას ქართველმა ჯუდოკებმა 10 მედალი მოუტანეს – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

საბჭოთა კავშირის სახელით ჩემპიონები გახდნენ:

შოთა ჩოჩიშვილი (1972)
​შოთა ხაბარელი (1980)

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

რამაზ ხარშილაძე (1976)
​თენგიზ ხუბულური (1980)

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ:

ფარნაოზ ჩიკვილაძე (1964)
​ანზორ კიკნაძე (1964)
​გივი ონაშვილი (1972)
​შოთა ჩოჩიშვილი (1976)
ამირან ტოტიკაშვილი (1988)
​გიორგი თენაძე (1988)

ოლიმპიური თამაშებისთვის ჯუდოს სამშობლოში ტატამი ზუსტად 80 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply