„ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა, შევხვედროდი ქვეწარმავალს, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა“ – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს აფასებს

„ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა, შევხვედროდი ქვეწარმავალს, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა“ - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს აფასებს

“ეს არის შიდა საეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად და არავითარი გამოხმაურება ან სხვაგვარი ინტერპრეტაცია საჭირო არ არის.“- ასე შეაფასა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა რუის-ურბნისის ეკლესიაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი „ტვ პირველთან“ საუბრისას. მისი თქმით, ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის მიმართ უდიერი განწყობა თავად გამოხატა, რის შემდეგაც აფექტის მდგომარეობაში მყოფი საერო პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

“მე თავად გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა შევხვედროდი ქვეწარმავალს, რაც რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთმა ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც ქრისტიანებს შეშვენით. მე თვითონ ვითხოვე პატიება და ყველაფერი მშვიდად დასრულდა. უხერხულია, რომ ვილაპარაკოთ, რა სახით მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, არ მგონია ეს ვინმეს აინტერესებდეს. ჩემთვის დაჩოქება არავის უთხოვია, მე ვითხოვე შენდობა, ყველაფრის მიუხედავად.

არავითარი პრეტენზია არ მაქვს არც იმ ერის ადამიანის და არავის მიმართ. არავინ დამკავშირებია ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ამ საქმის ირგვლივ არ დაიწყება მსვლელობა. დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ვინმე გვაყენებს შეურაცხყოფას და ვართ მძიმე მდგომარეობაში, მოვალენი ვართ, რომ ეს ყველაფერი გადავყლაპოთ, ეს არის აუცილებელი“, – განაცხადა თეიმურაზ თათარაშვილმა

შეგახსენებთ, რომ რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამების საპატრიარქო ტაძრის დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს თავს ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი და მისი თანმხლები პირები დაესხნენ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე