მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს – 1000, ხოლო ომში გარდაცვლილთა ოჯახებს 500 ლარი გადაეცემათ

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ფულადი გასაცემელი 1000 ლარს შეადგენს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის 500 ლარს.

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის ფულად დახმარებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ჩარიცხავს.

მიმდინარე წელს, ერთჯერად სოციალურ დახმარებას მეორე მსოფლიო ომის 269 მონაწილე და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის 215 წევრი მიიღებს.

You may also like

Leave a Reply