დაე-ნამ სონგი – ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიური ჩემპიონი კაცი ჯუდოკა

დიდი ჩემპიონის დარად დაასრულა კარიერა დაე-ნამ სონგმა. 2012 წელს, 33 წლის და 118 დღის ასაკში, 90 კგ-ში, ოლიმპიურ ოქროს დაეპატრონა და პენსიაზეც გავიდა. დიდი ჩემპიონის რანგში.

ამ გამარჯვებით კორელმა მებრძოლი ისტორიაშიც შევიდა. ის ყველაზე ასაკოვანი ჯუდოკა გახდა, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო.

საჩემპიონო გზაც შესაშური იყო – 1/8 ფინალში ელხან მამადოვს მოუგო, 1/4 ფინალში იაპონელ მასაში ნიშიამას, 1/2 ფინალში ბრაზილიელ ტიაგო კამილოს, ხოლო ფინალში კუბელ ეშლი გონსალესს.

კარიერის დასრულების შემდეგ სონგმა სამწვრთნელო საქმინობას მიჰყო ხელი და საკმაოდ წარმატებითაც. მისი თაოსნობით კორეის ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქრო მოიგო. ჩემპიონი ბაულ ანი და დონ ჰან გვაკი გახდნენ. ეს უკანასკნელი, სხვათაშორის, სონგის სპარინგპარტნიორი იყო, როდესაც ის ლონდონის თამაშებისთვის ემზადებოდა.

ოლიმპიური თამაშებისთვის ჯუდოს სამშობლოში ტატამი ზუსტად 76 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისამდე უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე