„ნიკა მელიასთვის გასაგებია ჩემი არგუმენტები და ჩვენ მეგობრებად ვრჩებით“ – სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
ნიკა მელიასთვის გასაგებია ჩემი არგუმენტები

სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა. დეპუტატის თქმით, მან საკუთარი პირობა შეასრულა – ნიკა მელიას გათავისუფლებას დაელოდა და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ გაახმოვანა.

„როგორც ადრევე აღვნიშნე, ნიკა მელიას გათავისუფლებას ველოდებოდი. ჩვენ ვისაუბრეთ. მისთვის გასგებია ჩემი არგუმენტები. ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ ვტოვებ პარტიას“, – ღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ საპატიმრო მას შემდეგ დატოვა, რაც გირას თანხა – 40000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

You may also like

Leave a Reply