ამირან გამყრელიძე: „სინოვაკს“ სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“ჩინურ ვაქცინა „სინოვაკს“ სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს და მასზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასება საკმაოდ კარგია” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩინეთმა საქართველოს ვაქცინის 100 ათასი დოზა აჩუქა. ამ ვაქცინით აცრილია ას მილიონზე მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში. ესეც ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში.

სინოფარმისგან“ განსხვავებით, უფრო ადრე შეიძლება მეორე დოზის გამოყენება, აქ არის 14-დან 28 დღემდე, სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენებით.

რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და ალბათ, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება. ველოდებით, რომ „სინოვაკი“ უახლოეს ხანში ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასებით, „სინოვაკს“ საკმაოდ კარგი შეფასება აქვს. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის 1 კვირის ფარგლებში მისი ხელმისაწვდომობა დაიწყება“ – განაცხადა გამყრელიძე.

You may also like

Leave a Reply