დეკანოიძე: კობახიძეს ვპირდები, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ უნდა, რომ მივიღოთ

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“კობახიძეს ვპირდები, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას არ უნდა, რომ მივიღოთ” – ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალსიტებს განუცხადა.

ის აღნიშნული ფრაზით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუკი “ნაცმოძრაობა” პარლამენტში არ შევა.

დეკანოიძის თქმით, მაშინ როდესაც უკვე ნათელია, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება, საჭიროა “ნაცმოძრაობამ” გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა თვითმმართველობის არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს და ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს.

“ბატონი კობახიძის განცხადებებმა დიდი ხანია ადეკვატურობა დაკარგა, მაგრამ ერთი რამ მინდა მას შევპირდე, “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს. ძალიან მალე იქნება ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი პარტია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და წარმოიდგინეთ, რამდენად სუსტი იქნება ოპოზიცია პარლამენტში ამ რეალობაში, თუნდაც გარდამავალ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. ამიტომ ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა მას, რომ ჩვენ მივიღოთ” – განაცხადა დეკანოიძე.

You may also like

Leave a Reply