1 390 ახალი შემთხვევა, 1 070 გამოჯანმრთელებული, 18 გარდაცვლილი – 14 მაისის კოვიდსტატისტიკა 

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 327 831 შეადგინა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 334-მდე.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი გარდაიცვალა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 397 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 168, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 41, გურია – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 074 საიდანაც: 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 373, აჭარაში – 467, იმერეთში – 502. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 896 პირი, მათ შორის, თბილისში – 433, აჭარაში – 92, იმერეთში -141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 4, იმერეთში – 13. 730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 – თბილისში, 338 – აჭარაში. 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 644 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 071 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 452 პირი, აჭარაში – 1 831, იმერეთში – 1 401.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე