ლაშა შავდათუაშვილი – დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი ოლიმპიური ჩემპიონი

​ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი ოლიმპიური ჩემპიონია. მან უმაღლეს სპორტულ მწვერვალს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე, 20 წლის ასაკში მიაღწია.

შავდათუაშვილის ოქრო ლონდონის თამაშებზე ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი უმაღლესი სინჯის მედალი აღმოჩნდა. ასევე ერთადერთი მედალი იყო ჯუდოს ნაკრებისთვის.

ლაშა შავდათუაშვილი მესამე და ამ ეტაპზე უკანსკნელი ქართველი ჯუდოკაა, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს სახელით მოიგო. თუმცა, შავდათუაშვილი არის ერთადერთი ქართველი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი ორი ოლიმპიური მედალი აქვს. ზოგადად ქართველი ჯუდოკებიდან კი მხოლოდ ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილის შედეგს იმეორებს.

წელს შავდათუაშვილს აქვს შანსი მესამე ოლიმპიურ მედალს შეწვდეს და ამ შედეგით გახდეს რეკორდსმენი და კიდევ ერთხელ დაწეროს ქართული ჯუდოს ისტორია!

ოლიმპიური თამაშებისთვის ჯუდოს სამშობლოში ტატამი ზუსტად 69 დღეში გაიშლება. ტოკიო დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისამდწ უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე