პირველად ჯუდოკას მედალი 1972 წლის ოლიმპიადაზე ჩამოერთვა

პირველად ოლიმპიური მედალი ჯუდოკას დოპინგ ტესტის ჩავარდნის გამო 1972 წლის ოლიმპიადაზე ჩამოერთვა. დისკვალიფიკაციით დაისაჯა მონღოლი ბახვაინ ბაიადა. ეს იყო ისტორიაში მეორე ოლიმპიადა, რომელზეც ჯუდოში შეჯიბრება გაიმართა.

მონღოლი ჯუდოკა მიუნხენის თამაშებზე 63 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალოსანი გახდა. მან ფინალი იაპონელ ტაკაო კავაგუჩისთან წააგო. ბაიდასთვის ჩამორთმეული ოლიმპიური ვერცხლის მედალი არავის არ გადასცემია და ის ვაკანტურად დარჩა.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშებისთვის ტატამი 68 დღეში გაიშლება. იაპონია დიდ ჯუდოს 24-დან 31 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე