ზურაბ ჯაფარიძე: თუ იქნება შემოთავაზება, რომ ვიყო ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი თბილისის მერობის, დავთანხმდები

“ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე თბილისის მერობის კანდიდატად და თუ იქნება შემოთავაზება, რომ ვიყო ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, დავთანხმდები” – ამის შესახებ გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

​მისი თქმით, “გირჩი” მცირე დანახარჯებით თბილისში მესამე ადგილზე გავიდა და აქვს პრეტენზია, ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი.

“თუ შემოთავაზება იქნება თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბების მიუხედავად , ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მე-3 ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება, ამიტომ, ცალსახად ვაპირებ თუ არა კანდიდატობას, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ ამაზე ვთქვა არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!”- განაცხადა ჯაფარიძემ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე