თამარ გაბუნია: შესაძლოა, დავიწყოთ მოლაპარაკებები johnson and johnson-სა და novavax-ის დოზების მიღებასთან დაკავშირებით

“შესაძლოა, COVAX პლატფორმასთან საქართველომ მოკლე ხანში დაიწყოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს  johnson and johnson-სა და novavax-ის დოზების შემოტანა” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში წინსვლაა “ფაიზერის” დამატებით შემოტანასთან დაკავშირებით და ასევე “სინოფარმის” ახალი დოზების მიღების თაობაზე.

“მოსალოდნელია, რომ COVAX პლატფორმასთან საქართველომ მოკლე ხანში დაიწყოს მოლაპარაკება johnson and johnson-სა და novavax-ის დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე “ფაიზერის” დოზების თემაზე არის სერიოზული წინსვლა და ამ ეტაპზე, დაზუსტებულ ინფორმაციას ველოდებით. ასევე, მიდის მუშაობა “სინოფარმის” დამატებითი დოზების მობილიზებაზე”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმითვე, კიდევ ერთი ჩინური ვაქცინით – “სინოვაკით” აცრა საქართველოს 18 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებს მომავალი კვირიდან შეეძლებათ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე