1 562 ახალი შემთხვევა, 1 490 გამოჯანმრთელებული, 30 გარდაცვლილი – 18 მაისის კოვიდსტატისტიკა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 562 შემთხვევა დადასტურდა. სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 242 PCR ტესტით.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 332 441-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 490 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა საერთო ჯამში გაიზარდა 312 349-მდე.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში საქართველოში 4 499  პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 52, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 432, აჭარაში – 473, იმერეთში – 549. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 445, აჭარაში – 98, იმერეთში -160. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 7, იმერეთში – 16. 662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 359 – თბილისში, 267- აჭარაში. 10 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 17 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 673 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 637 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 025 პირი, აჭარაში – 1 462, იმერეთში – 1 790.

You may also like

Leave a Reply