დღეს არსებულ მამაკაცთა წონით კატეგორიებში ოლიმპიური თამაშები პირველად ატლანტაში ჩატარდა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

დღეს არსებულ მამაკაცთა წონით კატეგორიებში ( 60, 66, 73, 81, 90, 100, +100) ოლიმპიური თამაშები პირველად 2000 წელს, ატლანტაში ჩატარდა. სულ კი ჯუდოს ოლიმპიზმის ისტორიაში წონითი კატეგორიები 4-ჯერ შეიცვალა.

პირველ ოლიმპიურ თამაშებზე (1964 წელს) შეჯიბრება 4 წონით კატეგორიაში გაიმართა. 1972-1976 წლებში 6 წონითი კატეგორია იყო. 1980-1984 წლებში 8 წონა, ხოლო 1988 წლიდან უკვე შვიდი წონითი კატეგორია იყო. სწორედ სეულის ოლიმპიადის შემდეგ აღარ ტარდება ოლიმპიადა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.

ქალთა ჯუდოს ოლიმპიური ისტორია კი 1992 წლიდან იწყება და თავდაპირველადვე 7 წონითი კატეგორია იყო. დღეს არსებული წონები კი ქალთა შორისაც 2000 წლის ოლიმპიადიდან არის.

You may also like

Leave a Reply