სუს-მა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით 3500 აშშ დოლარი მოსთხოვა.

“გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსმა, მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3500 აშშ დოლარი” – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

You may also like

Leave a Reply