1 064 ახალი შემთხვევა, 1 135 გამოჯანმრთელებული, 29 გარდაცვლილი – 21 მაისის კოვიდსტატისტიკა 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდით ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უკანასკნელ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 564 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 676 PCR ტესტით.

საქართველოში კოვიდ-19-ით დაინფიცირების პირველი გამოვლენილი შემთხვევიდან დღემდე ჯამში 335 769 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 135 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 316 389-მდე.​ ხოლო უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 62, შიდა ქართლი – 25, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 785, საიდანაც: 4 261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 333, აჭარაში – 486, იმერეთში – 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 893 პირი, მათ შორის, თბილისში – 430, აჭარაში – 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 11, იმერეთში – 16. 705 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 379 – თბილისში, 285- აჭარაში. 9 819 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – 33.

სულ 6 ოქტომბრიდან – 20 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 732 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 885 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 822 პირი, აჭარაში – 1 584, იმერეთში – 1 610.

You may also like

Leave a Reply