ვარლამ გოლეთიანი: პარლამენტის თავმჯდომარე დაგვიკავშირდა და შეხვედრა შეგვთავაზა 

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.

„ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და შემოგვთავაზა შეხვედრა. არ ვიცით, ამ გამოსვლების შემდეგ, მას რას აქვს ჩვენთვის სათქმელი, მაგრამ ვინც აქ ვართ, გვინდა ეს საკითხები ერთად გავიაროთ და გადავწყიტოთ. ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო ერთობით და აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არანაირ პასუხიმგებლობას ჩვენ თავზე არ ვიღებთ, ეს არის კრებითი გადაწყვეტილების საკითხი. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესში. არც მე და არც აქ მდგომი ადამიანები, ვინც სიტყვით გამოვდივართ, არ ვართ პოლიტიკური ფიგურები, რომ პასუხისმგებლობები ავიღოთ ამა თუ იმ მოქმედებებზე. ჩვენ ქართველი ხალხი, თანაბრად ვიღებთ პასუხიმგებლობას ამ პროტესტზე და ამ ბრძოლაზე. ეს მკაფიოდ გაითავისოს ყველამ და ნუ იქნება მცდელობები იმისა, რომ ამა თუ იმ პერსონებზე მოხდეს იდენტიფიცირება, რომ ჩვენ ვმართავთ, ან ჩვენ ვართ წამმართველი აქ, ამ პროცესის. ჩვენ უბრალოდ გამხმოვანებელი ვართ იმ დარღვევების და იმ გადაცდომების, რასაც ვხედავთ სახელისუფლებო წრეების მხრიდან. გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, ამიტომ რაზეც შევთანხმდებით დღეს ჩვენ აქ, ის იქნება ჩვენი გადაწყვეტილება და პასუხიმგებლობა იქნება კრებითი და კოლექტიური.

ჩვენ ვუთხარით მათ ასეთი რამ: ჩვენ შეგვიძლია პარლამენტისკენ დავიძრათ, შემოვუაროთ უკანა მხრიდან პარლამენტს, სადაც თუ ექნება ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი თავმჯდომარეს, გამობრძანდეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას თავმჯდომარესთან. არ იყოს არც შეძახილი, ჩვენ ეს არ გვჭირდება არაფერში. მშვიდობიანად დავდგეთ ყველამ ერთად და მოვისმინოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ გამოვლენ და შეგვხდებიან და გვეტყვიან სათქმელს, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი დახვედრა და ვიყოთ პასუხისმგებელი ამ საკითხში პოლიციასთან ერთად. თუ არ გამოვლენ ამ შეხვედრაზე და ვართ თანახმა ჩვენ, რომ შევიდეთ რამდენიმე ადამიანი მედიასთან ერთად და დაველაპარაკოთ, დანარჩენი საზოგადოება გარეთ იდგეს და მოისმინოს პოზიცია, თუ რას იტყვის ის”, – აღნიშნა გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, პიკეტირება რაც დაგეგმილი ჰქონდათ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუცილებლად იქნება.

„აქ გაჩუმება დანაშაულია, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, რომ არ დატოვონ თავისი ადგილი ცარიელი ამ მოედანზე, ყველა უნდა გამოვიდეს დღეს ისევ აქ… რჩება ერთი გზა, ან ვიშლებით და ვანებებთ ამ ქვეყნის ყვლეფას, როგორც აკეთებენ ამას, ან მშვიდობიანად, კონსტრუქციულად მიგვყავს საქმე ბოლომდე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე