“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს 

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, რის შედეგადაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე სწორედ იუსტიციის სახლშია განთავსებული.

აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეუერთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომელიც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათივე თქმით, ეს სამართალდარღვევაა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე