მინდა მოვუწოდო მთავრობაზე გულწრფელად და საფუძვლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს არ შეუერთდნენ ნამახვანის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს – ბოკერია 

საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს სრული საფუძველი უნდობლობისა ივანიშვილის მთავრობის მიმართ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ დიდ პროექტში შეიძლება იყოს გარკვეული კორუფციული ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის და მისი გარემოცვის, თუმცა მთავრობაზე გულწრფელად და საფუძვლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, არ შეუერთდნენ ნამახვანის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს  – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჰესები საქართველოს ძლიერი ეკონომიკისთვის და რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებისთვის სჭირდება.

„მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ეს არის ერთის მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, კამპანია კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს. ჩვენი ქვეყნის მიმავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი. მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუნებას, ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ეკონომიკა, ჩვენ გვჭირდება კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეების და ინვესტორებისთვის. ჩვენ გჭირდება ჰესები რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე –  რუსეთზე, გვქონდეს იაფი ელექტროენერგია და განვითარდეს ეკონომიკა“, – განაცხადა ბოკერიამ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე