პირველი ივნისიდან გაზის ტარიფი მოიმატებს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

პირველი ივნისიდან გაზი ძვირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

უწყების ცნობით, “შპს “თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის პირველი ივნისიდან.

“ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით.

შპს „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის 18 თებერვალს. ტარიფის ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული შპს „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნა ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით.

შპს „თბილისი ენერჯისთვის“ 2021 წლის 1 ივნისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 46.138 თეთრ/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით,” – წერია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარეგულირებელს ტარიფის გაძვირების მოთხოვნით “თბილისი ენერჯიმ” მიმართა. კომპანიის განმარტებით, ლარის გაუფასურების გამო ზარალზე მუშაობს და 34 თეთრად შეძენილ ბუნებრივ აირს 26 თეთრად ყიდის.

You may also like

Leave a Reply