„სინოვაკის“ დაცვა მძიმე შეთხვევების დროს არის 84%-მდე, ხოლო სასიკვდილო გართულებებისგან თითქმის 100%-მდე იცავს – პაატა იმნაძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

სინოვაკის“ დაცვა მძიმე შეთხვევების დროს არის 84%-მდე, ხოლო სასიკვდილო გართულებებისგან თითქმის 100%-მდე იცავს  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებით, „სინოვაკით“ აცრილებისთვის რევაქცინირება შესაძლებელია 21-ე და 28-ე დღეს.

სინოვაკის“ ინსტრუქციით, 2 კვირაში შესაძლებელია რევაქცინაცია. 2 კვირიდან 28 დღემდე, თუმცა, რეკომენდირებულია 21-ე და 28-ე დღეს ისევე, როგორც „სინოფარმის“ შემთხვევაში“ – აღნიშნა იმნაძემ. იმნაძემ.

მისი თქმით, „სინოვაკის“ ვაქცინას საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აქვს.

„ყველა კვლევის შედეგად ძალიან კარგად ჩანს, რომ „სინოვაკის“ დაცვა მძიმე შეთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის დროს არის 84%-მდე, ხოლო სასიკვდილო გართულებებისგან თითქმის 100%-მდე არის ამ ვაქცინის დაცვა. ეს არის მთავარი და ძირითადი ამ ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რომ თავიდან ავიცილოთ სასიკვდილო შედეგები, ჰოსპიტალიზაციის და რეანიმაციის საჭიროება“ – განაცხადა იმნაძემ.

You may also like

Leave a Reply