29-30 მაისს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

29-30 მაისს საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია, წვიმა, ძლიერი ქარი და ზოგან სეტყვაც.

.„29-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 29-30 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი“ – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Reply