508 ახალი შემთხვევა, 1 481 გამოჯანმრთელებული, 17 გარდაცვლილი – 27 მაისის კოვიდსტატისტიკა 

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსი 340 838 პირს დაუდასტურდა.

უკანასკნელ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 038 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 481 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ შეადგინა 323 409.

უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებული 17 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 699 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 42, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 22, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც:

3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 120, აჭარაში – 417, იმერეთში – 536.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში – 415, აჭარაში – 102, იმერეთში -173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 16, იმერეთში – 17.

668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 352 – თბილისში, 275- აჭარაში.

8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 11.

სულ 6 ოქტომბრიდან – 26 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 769 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 15 512 პირი, აჭარაში – 2 127, იმერეთში – 1 728.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე