„რაზე უნდა იდავონ პოლიტიკურმა პარტიებმა როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ან ქვეყნის ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ?!“ – გიორგი გახარია

ავტორი Black on White - შავით თეთრზე
გიორგი გახარია

„რაზე უნდა იდავონ პოლიტიკურმა პარტიებმა როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ან ქვეყნის ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ?!“ – ახალი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია ზეპარტიულ პოლიტიკურ საკითხებზე ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანების და ურთიერთშეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ უნდა გვქოდნეს სახელმწიფოს განვითარების გეგმა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მარტო კაცი ვერაფერს გახდება. და აქ აუცილებლად გვჭირდება ერთიანობა. ერთიან პოზიციაზე ყოფნა არ ნიშანვს, რომ ყველაფეში ერთმანეთს უნდა დავეთანხმოთ. ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეც არის, მაგრამ ეს მრავალფეროვნება და ჩვენი დემოკრატიულობა არ უნდა გახდეს ქაოსის მიზეზი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული წესრიგი, გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის შეთანხმება ისეთ ზეპარტიულ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები დიდი ხანია უკვე შეთანხმდნენ.

რაზე უნდა იდავონ პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, როცა რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ. რაზე უნდა იდავონ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე და საბოლოო ჯამში, რაზე დავობს ეს ხალხი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა დიდი ხანია გადაწყვიტეს ქვეყნის მშვიდობიანი და არა ძალადობრივი განვითარება“, – აცხადებს გახარია.

You may also like

Leave a Reply